სამხარეო მთავარ სამმართველოებს ახალი ავტომანქანები გადაეცათ (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარეო მთავარი სამმართველოების ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე სამინისტრომ 24 ერთეული ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ რეგიონებში მომსახურე პირად შემადგენლობას გადასცა. ახალი ავტომანქანები სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა გადასცა. ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს და მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.