ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დღეს, 12:00 საათიდან, ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. გაზმომარაგება, დროებით, მარუაშვილის ქ. 23-თან გამავალ მიწისქვეშა საშ/წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით შეიზღუდება.
როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ამბობენ, გაზმომარაგება დროებით შეუწყდება მეუნარგიას, ტყე-კულტურის, ხუდადოვის, ზაზიაშვილის, სამშვილდის, წყაროს, ს.ქურდიანის, ზაქრაძის, ვეშაპურის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდება დაბალი წნევით. ასევე გაზის მიწოდება შეეზღუდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოს დასრულებისთანავე. “შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და დაჟინებით გთხოვთ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ონკანები გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.