გამოფენა „საკერავი მანქანა და სხვა მანქანები“ გაიხსნა
28 მაისს, გალერეაში ART AVENUE ფემინისტი მხატვრის, ლია უკლებას გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა სახელწოდებით „საკერავი მანქანა და სხვა მანქანები“ ქალებს და მათ პრობლემებს ეძღვნება. ქუთაისელი მხატვრის ნამუშევრები თბილისში პირველად გამოიფინა. საგამოფენო დარბაზში გამოტანილია მისი, როგორც ძველი ტილოები, ისე ახალი ნამუშევრები. ლია უკლება თვითნასწავლი მხატვარია და ხუთი წელია აქტიურად მუშაობს.