დიდუბის გამგებელი ვეფხვის მიერ დაგლეჯილ გულიკო ჭიტაძეს დახმარებას ჰპირდება

ზოოპარკში, რამდენიმე დღის წინ ვეფხვის მიერ დაგლეჯილ მომვლელს, გულიკო ჭიტაძეს დიდუბის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი დახმარებას ჰპირდება.

გამგებლის თქმით, იგი გულიკო ჭიტაძეს თბილისის მერთან და შესაბამისი რაიონის გამგეობასთან უშუამდგომლებს, რათა სრულად დაფინანსდეს მისი რეაბილიტაციისა და პროთეზის შესაძენად საჭირო თანხა.

“მე თვითონ დავდივარ ხოლმე ზოოპარკში, როცა ამის საშუალება მაქვს და ვეხმარები ცხოველების მოვლაში. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება, ჩემი უკიდურესად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მაგრამ კარგად ვიცი, როგორი გულისყურით ეპყრობიან ადმინისტრაცია და მომვლელები ზოოპარკის ბინადრებს. მინდა, ხელი შევუწყო საოცარი გულის ადამიანს, ქალბატონ გულიკოს გამოჯანმრთელებაში, რათა მალე დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავით ნარმანია ასევე გულთან ახლოს მიიტანს ამ საკითხს და მისი ხელშეწყობით დადებითად გადაწყდება როგორც ქალბატონი გულიკო ჭიტაძის რეაბილიტაციის, ისე მისთვის პროთეზის შესაძენად საჭირო თანხა.

“მე თვითონ დავდივარ ხოლმე ზოოპარკში, როცა ამის საშუალება მაქვს და ვეხმარები ცხოველების მოვლაში. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება, ჩემი უკიდურესად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მაგრამ კარგად ვიცი, როგორი გულისყურით ეპყრობიან ადმინისტრაცია და მომვლელები ზოოპარკის ბინადრებს. მინდა, ხელი შევუწყო საოცარი გულის ადამიანს, ქალბატონ გულიკოს გამოჯანმრთელებაში, რათა მალე დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავით ნარმანია ასევე გულთან ახლოს მიიტანს ამ საკითხს და მისი ხელშეწყობით დადებითად გადაწყდება როგორც ქალბატონი გულიკო ჭიტაძის რეაბილიტაციის, ისე მისთვის პროთეზის შეძენის საკითხი”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები