დიანა ნაფეტვარიძის თექის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ დიანა ნაფეტვარიძის თექის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. დიანა ნაფეტვარიძე თვითნასწავლი მხატვარია. მან ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და ასპირანტურა დაამთავრა, შემდეგ იურისტის პროფესიას დაეუფლა, დღეს კი შსს სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში (წითელი ხიდი) მუშაობს, არის მასტერ-სერჟანტი. დიანა ნაფეტვარიძე ხელოვნების ამ დარგს ანა ჩარგიანის სტუდიაში დაეუფლა. გამოფენაზე „უნივერსში“ დიანა ნაფეტვარიძის თექაზე შესრულებული ნამუშევრების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები