ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მომვლელი-ძიძა თავს კარგად გრძნობს

ცხოველების მომვლელი-ძიძა გულიკო ჭიტაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზოოპარკში ვეფხვმა დაგლიჯა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ზოოპარკი“ ავრცელებს.
როგორც „თბილისის ზოოპარკის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, გულიკო ჭიტაძე გონს მოვიდა და უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსები ჭრილობებს უმუშავებენ და შესაბამისი მკურნალობაც უტარდება.
„ექიმები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თავად გულიკოც თავს კარგად გრძნობს. მას თავისი პატარა აღსაზრდელები ენატრება. ნეტავ, უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო…“ – ნათქვამია „თბილისის ზოოპარკის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა გულიკო ჭიტაძე დაგლიჯა. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ვოლიერში 4 ვეფხვი იმყოფებოდა, მათ შორის სამი 1 წლისაა, ხოლო ერთი – 8 წლის. ვეფხვების მომვლელი ზოოპარკში 26 წელი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები