ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი NEW YORK VOICES კონცერტით დასრულდება
29 მაისს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ლეგენდარული New York Voices კვარტეტის წევრები: კიმ ნაზარიანი, ლორენ კინჰანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ, რომელიც ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
პრესკონფერენციას ასევე გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი, კომპანია ,,სუფთა სახლის“ მარკეტინგის მენეჯერი სოლომონ მამუჩიშვილი. ვახტანგ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალი, ვოკალური ანსამბლის New York Voices კონცერტით 30 მაისს ოფიციალურად დაიხურება.