თოჯინების თეატრის გასტროლები ერევანში
1 ივნისს თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ერევანს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალში „თოჯინები მშვიდობისა და კულტურათაშორისი დიალოგისათვის“ („Puppets for Peace and Intercultural Dialogue“).
ფესტივალის პროგრამის მიხედვით, თბილისის თოჯინების თეატრი 4 ივნისს, 12:00 საათზე, ითამაშებს სპექტაკლს „იავნანამ რა ჰქმნა?!“ წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება „იუნესკოს“ 70 წლის იუბილეს.