თარაშ შურღაიამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
ბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია 147-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა.
დეპუტატმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, აბიტურიენტებს კი სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
თარაშ შურღაია ბავშვების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრო. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა დეპუტატს სამსახსოვრო წიგნები და სიგელი გადასცეს საჩუქრად.