მოზარდმაყურებელთა თეატრი ასოციაცია „ანიკას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ასოციაცია „ანიკას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს.
14:30 საათზე თეატრის ფოიეში გაიხსნება ნახატების გამოფენა, რომელიც შექმნილია ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟების მოტივებზე. ნახატების შექმნის ერთობლივ პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც „ ანიკას“ აღსაზრდელებმა, ასევე საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლის“ და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობების შვილებმა. მოზარდმაყურებელთა თეატრის პროექტში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ბავშვმა და შექმნეს 50-მდე ნამუშევარი. გამოფენას მხარს უჭერს თეატრის პარტნიორი, რესტორნების ქსელი „McDonalds“-ი, რომელიც გამოფენის მონაწილეებს და სტუმრებს სხვადასხვა სახის საჩუქრებით გაუმასპინძლდება.

11280160_858442024204851_1334163983_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები