მიხეილ გიორგაძე ცხინვალიდან დევნილ ქართველ ბავშვებს შეხვდა
27 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა ცხინვალიდან დევნილ ქართველ ბავშვებს, რომლებმაც სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“.
ფესტივალი 3-8 მაისს, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშში (კატალონია) გაიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ხალხური სიმღერების პოპური და წარმოადგინეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ბავშვებმა 5 საპრიზო, მათ შორის სამი პირველი ადგილი მოიპოვეს. ფესტივალში მონაწილეობდნენ: წეროვანის დევნილთა ჩასახლების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავთა ანსამბლი „მომავალი თაობა“, „ბასტი-ბუბუ“, პიანისტი ნინი ჩარკვიანი (რუსთავი), პოპ-მომღერალი ლუკა კაჭარავა (თბილისი, ქართველი თანამემამულეები ირლანდიიდან, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქართული რიტმები“ და ხალხური სიმღერის ანსამბლი „Mixed melodies”.
სულ ფესტივალში 23 ქართველმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.