ფილმის „მებრძოლები ჩრდილოეთიდან“ ჩვენება გაიმართება

29 მაისს, 19:00 საათზე, კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ დოკუმენტური ფილმის – „მებრძოლები ჩრდილოეთიდან“ ჩვენება გაიმართება. ფილმის რეჟისორი სორენ იასპერსენია. ფილმის ერთჯერადი ჩვენების ლიცენზია „ფრონტლაინ კლუბს“ გადაეცა ლონდონის „ფრონტლაინ კლუბის“ საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში.

ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც ფილმის რეჟისორი ჩაერთვება სკაიპის საშუალებით. დისკუსიის მოდერატორი შოთა ხინჩაგაშვილია. ახალგაზრდა მუსულმანები მიემგზავრებიან ევროპიდან სირიაში და სომალიში საბრძოლველად, ისინი ალ- შაბაბის (Al-Shabaab) და ისლამური სახელმწიფოს (Islamic State (IS) მიერ არიან შეტყუებულები ამ ბრძოლებში.

„მებრძოლები ჩრდილოეთიდან“ მოგვითხრობს ალ-შაბაბის მომხრეების ჯგუფზე დანიაში და შვედეთში. ფილმის მთავარი გმირია დანიელი, სომალელი ბიჭი, რომელმაც თანდათან მოიპოვა ჯგუფთან კონტაქტი და შეუერთდა მათ სომალიში. ზურგით კამერისკენ მყოფი მისი მეგობარი „ჩრდილი“ (“The Shadow) აღწერს, როგორ გახდა ახალგაზრდა კაცი რეკრუიტერების მსხვერპლი და დატოვა ოჯახი ალ-შაბაბისთვის საბრძოლველად. სიღრმისეული დისკუსიები დანიური ალ-შაბაბის ყოფილ წევრებთან ანგრევს სტერეოტიპებს ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე, რომლებიც უერთდებიან ჯგუფს – ბევრს მხარდამჭერი ოჯახი ჰყავდა, დადიოდა სკოლაში და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ წევრებმა არ გააცნეს აქამდე უცნობი ალ-შაბაბაბის ერთგული ადამიანების ქსელი და მასთან ერთად ახალი კუთვნილების გრძნობა. დასწერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები