ჯინო-პარკი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „SUMMER BEATS“ უმასპინძლებს
5-6 ივნისს, ჯინო-პარკი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „SUMMER BEATS“ უმასპინძლებს. მუსიკალური ფესტივალების მოყვარულებს „DPM-Ggoup“-ი სასიამოვნო საღამოებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. „DPM-Ggoup“-ის მიზანია თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების დამკვიდრება, ახალი ქართველი არტისტებისა თუ შემსრულებლების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე მათი კომერციალიზაცია.
ფესტივალზე სლოგანით „MAKE LOVE GEORGIA“ დაუკრავენ ამერიკელი და მოსკოველი დიჯეები. ფესტივალზე საკუთარ ტრეკებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი დიჯეებიც. 5 ივნისს წარმოდგენილი იქნება მუსიკოსი DANTE, 6 ივნისს კი – PHONIQUE. საქართველოში, სადაც ტურიზმის განვითარება პრიორიტეტია, ისეთი არტისტების ჩამოყვანა, რომლებიც მსოფლიო ჩარტებში მოწინავე ადგილზე არიან, ამ დარგის განვითარებას კიდევ უფრო შუწყობს ხელს. დაეხმარება ქართველ შემსრულებლებს, არტისტებს და მუსიკოსებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაშიც.
DPM-ის მიზანია ქართველი არტისტების გამოვლენა და საერთაშორისო ფესტივალებზე წარმოდგენა.
„DPM GROUP“–ი წარმოადგენს ამერიკულ კომპანიას, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს მართავს. კომპანია მაღალი ნდობით სარგებლობს საერთაშორისო დონის არტისტების production company-ბთან. DPM COMPANY-ის ინიციატივით და დახმარებით საქართველოში უვე იმყოფებოდნენ მსოფლიოში აღიარებული არტისტები: Chris lake, Tv noise, OLIVER NELSON, ამჯერად DPM COMPANY შვილობილ კომპანიასთან ერთად საქართველოში ჯინო პარკის პარტნიორი ხდება. ჩვენი ფესტივალების ლოკაციის ადგილი სწორედ ჯინო პარკი იქნება, სადაც ასეთი ტიპის ღონისძიებებისთვის ამოუწურავი შესაძლებლობები არსებობს. „ჩვენ ვგეგმავთ მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ჯინო პარკის ტერიტორიაზე საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო მათ (კავკასიის რეგიონი) შევთავაზოთ მუსიკალური ფესტივალები. ამჯერად დაგეგმილია 5–6 ივნისი , სადაც 15 000-მდე ადამიანს ველოდებით. დაგეგმილია კიდევ ოთხი ღონისძიება. ეტაპობრივად გაიზრდება ფესტივალების მასშტაბებიც“.
ბილეთები იყიდება მცხეთის ქუჩის №17 ნომერში. მომხმარებელს პირველად საქართველოში ვთავაზობთ ბილეთების ადგილზე მიტანის სერვისს. დისტანციური შეკვეთის განსახორციელებლად, ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577055505. ბილეთები იყიდება: biletebi.ge.