ქართველი მეცნიერები კვალიფიკაციას ვატიკანის მუზეუმებში და არქივებში აიმაღლებენ

2016 წელს ქართველ რეჟისორებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ფილმები ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალზე წარადგინონ. აღნიშნული გადაწყვეტილება 25 მაისს ვატიკანში კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტის ჯანფრანკო რავაზისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული. კინოფესტივალი „მესამე ათასწლეული“ წმიდა საყდრის მიერაა დაარსებული და მასში რამდენიმე ათეული ქვეყანა მონაწილეობს.

ვატიკანში გამართულ შეხვედრას მიხეილ გიორგაძესთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმიდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და თანამშრომლობის სფეროებიც განსაზღვრეს. კარდინალმა რავაზიმ აღნიშნა, რომ ვატიკანი მზადაა ქართველ მეცნიერებს საშუალება მისცეს კვალიფიკაცია ვატიკანის მუზეუმსა და არქივებში აიმაღლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები