ზუგდიდის თეატრს ახალი მმართველი ჰყავს

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველად ზურაბ ეგუტია დაინიშნა. მას თეატრში დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. იგი დასის წევრებსა და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და თეატრში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ზუგდიდის ახალი მმართველი ზურაბ ეგუტია ალექსანდრე – საშა ეგუტიას შვილია, რომელიც ამავე თეატრს 1956-86 წლებში ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის თეატრის მმართველის თანამდებობა თვეზე მეტია ვაკანტურია. ყოფილმა მმართველმა მაია კალანდიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით 3 აპრილს გაავრცელა. განცხადება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 21 აპრილს დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები