მეტროს ესკალატორში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

მეტროსადგურ „პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ ესკალატორში მოყოლილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 6 წლის ბავშვი კლინიკის მიმიღებ – გადაუდებელ განყოფილებაშია მოთავსებული. „ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია“, – აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ მეტრო-სადგურ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, 6 წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი მოყვა. შემთხვევა დღეს ნაშუადღევს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწარაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. ამჟამად, მეტროსადგურ „პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში“ მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები