აჭარის ხელოვნების მუზეუმში ახალი სამხატვრო გალერეა გაიხსნა

26 მაისს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ხელოვნების მუზეუმში ახალი სამხატვრო გალერეა გახსნა. 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული თანამედროვე სტილის ნაგებობა აჭარის ხელოვნების მუზეუმის შენობის გაგრძელებაა. დამატებითი სივრცის მოწყობის პროექტი დაფინანსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. გალერეაში თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პროექტის თანახმად ხელოვნების მუზეუმს ორი დამატებითი სივრცე ემატება. მეორე სივრცეში განთავსდება ფოტო სალონი და ღია კაფე მოეწყობა. გალერეის პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები