აჭარის ხელოვნების მუზეუმში ავსტრიელი მხატვრების გამოფენა გაიმართა
26 მაისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ავსტრიელი მხატვრების გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გამოფენას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე დაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები.
21 მაისიდან 3 ივნისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და „საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება ქართველი და ავსტრიელი მხატვრების ერთობლივი პლენერი „მეგობრობის პალიტრა“.
ბათუმის სამხატვრო სკოლის ბაზაზე მიმდინარეობს საერთაშორისო პლენერი, რომელშიც ავსტრიელ და ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობს სამხატვრო სკოლის 10 სტუდენტი. ასევე, ავსტრიელი და ქართველი მხატვრები სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს. პლენერში მონაწილე მხატვრები დახატავენ ბათუმისა და აჭარის ულამაზეს პეიზაჟებს. 1 ივნისს ბათუმის სამხატვრო სკოლაში მოეწყობა პლენერის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარგლებში განხორციელდება.