„ხატე საქართველოთვის“ – მცხეთის საერთაშორისო ART ფესტივალის დასკვნითი გამოფენა გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მცხეთის მესამე საერთაშორისო ART ფესტივალის – „ხატე საქართველოსთვის“ დასკვნითი ღონისძიება – გამოფენა გაიმართება. მცხეთის საერთაშორისო ART ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE from GEORGIA – ს ორგანიზებით, 18-დან 28 მაისამდე ქალაქ მცხეთაში მიმდინარეობდა. 10 დღის განმავლობაში, მცხეთის ცენტრში სხვადასხვა ქვეყნის 13 ცნობილი მხატვარი დიდი ზომის პლანშეტებზე საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ კანადელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი, პოლონელი, ლიტველი, ეგვიპტელი, ინდოელი და ქართველი მხატვრები. მცხეთის საერთაშორისო ART ფესტივალის ფარგლებში, 26 მაისს სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე გაიმართა ფესტივალში მონაწილე მხატვრების მასშტაბური გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები