ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშების წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცხინვალიდან დევნილ ქართველ ბავშვებს შეხვდება, რომლებმაც სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“.
ფესტივალი 3-8 მაისს, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშში (კატალონია) გაიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ხალხური სიმღერების პოპური და წარმოადგინეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ბავშვებმა 5 საპრიზო, მათ შორის სამი პირველი ადგილი მოიპოვეს.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: წეროვანის დევნილთა ჩასახლების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, ქართულ-ხალხური სიმღერებისა და საკრავთა ანსამბლი „მომავალი თაობა“, „ბასტი-ბუბუ“, პიანისტი ნინი ჩარკვიანი (რუსთავი), პოპმომღერალი ლუკა კაჭარავა (თბილისი, ქართველი თანამემამულეები ირლანდიიდან, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქართული რიტმები“ და ხალხური სიმღერის ანსამბლი „Mixed melodies”. სულ ფესტივალში 23 ქართველმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, საერთაშორისო ფონდი Ritz Foundation-ის ხელმძღვანელი მისი აღმატებულება ელჩი დევიდ გონლავუ, „საქართველოს რკინიგზა“, „ელიტ-ელექტრონიქსი“.