ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა გაიხსნება

27 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, თურქი პოეტის იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრისა და თურქული კულტურის საბჭოს ორგანიზებით, გაიხსნება ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა, ხოლო თურქეთიდან სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული ხელოვანები ჩაატარებენ ვორკშოფს – ფაიფურის წარმოებაში, ებრუს (წყალზე ხატვა), კალიგრაფიის, მინიატურის, მინიატურული მხატვრობის დარგებში.
ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენის ორგანიზებას მხარს უჭერენ თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. გამოფენა 3 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები