ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

26 მაისს, ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეგვიპტეში დაგეგმილი ღონისძიების დეტალები მიმდინარე წლის 29 აპრილს ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა ხალედ რამისმა განიხილეს.
ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო საქართველოს საელჩოს აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და მზადყოფნა გამოთქვა, საელჩოს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ფოლკლორული კონცერტის ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოსა და ეგვიპტის ურთიერთობებში და, ამავე დროს, ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები