პროექტის – „თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ პრეზენტაცია გაიმართება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვლის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრები. დღეს, 16:00 საათზე სოფია ლაპიაშვილისა და ნინი ფალავანდიშვილის პროექტის – „თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები“ პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის მოდერატორია თამთა-თამარ შავგულიძე.
„ჩვენი ყურადღება უკვე დიდი ხანია მიიპყრო საბჭოთა პერიოდის 70-80-იანი წლების მონუმენტურ-დეკორატიულმა მოზაიკამ, რომელიც მრავლად გვხვდება ჩვენს საჯარო სივრცეში. ქალაქშიც ისინი ხშირად და ბევრგან შეიმჩნევა, თუმცა სისტემური კვლევა მათ შესახებ აქამდე არ ჩატარებულა. მრავალი მათგანი განადგურებისა და გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. მათდამი ჩვენი ინტერესი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება. ამიტომაც მათი გადარჩენის მიზნით გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, მოგვეხდინა მათი აღწერა-დოკუმენტაცია, რაც მათი მხატვრული ღირებულების კუთხით გაანალიზებას შეუწყობდა ხელს. აღნიშნული ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვას მოყვა პუბლიკაციის გამოცემა და ელექტრონული რუკის – Soviet Period Mosaics in Tbilisi შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები