ნატო მეტონიძის კონცერტი გაიმართება

19 ივნისს, მომღერალი ნატო მეტონიძე მაყურებლის წინაშე ახალი კონცერტით წარდგება. ახალი პროექტის შესახებ, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მასთან ერთად, ნატო მეტონიძის კონცერტზე რეჟისორი დავით დოიაშვილი მუშაობს.
„ჩემო ძვირფასებო! ჩემი საოცნებო კონცერტის მზადებას შევუდექით მე და დოი!!! ნატო მეტონიძე ახალი პროგრამით და წარმოუდგენლად შთამბეჭდავი კონცეფციით… ამ საღამოს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში 19 ივნისს გაიმართება მრავალი წელია ველოდები. ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე წარმატებული და ისტორიული პროექტი სწორედ, ნატო მეტონიძესთან ერთად მაქვს განხორციელებული გია ყანჩელის კინოსა და თეატრის მუსიკის შესრულებით. მას მერე ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და დღეს 12 წლის შემდეგ კვლავ ვბრუნდებით ერთად სცენაზე, რომელზეც ჩვენი სამეულის ტანდემი ყველაზე მეტად მომენატრა და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდით თითოეულ ბგერას და სცენურ სახეს განსაკუთრებული დამოკიდებულებით ვძერწავთ… ძალიან მიხარია, ძალიან ვღელავ და მოუთმენლად ველოდები 19 ივნისს!!! ბილეთები უკვე იყიდება biletebi.ge-ზე! ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ საეტაპო მნიშვნელობის შემოქმედებით ჩანაფიქრს გამოვიტანთ ჩვენი უსაყვარლესი აუდიტორიის წინაშე! გელით!!!“- წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები