„საქართველო ორ-ორ სურათად“ – იური მეჩითოვის ფოტოპროექტი

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გალერეაში „Black and White“ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის მიერ, თითქმის 40 წლის განმავლობაში, საქართველოში გადაღებული 200 შავ-თეთრი ფოტოსურათი. ფოტოები დაჯგუფებულია ორ-ორ სურათად – ფოტოწყვილები ერთმანეთთან ლოგიკით, ემოციით, ზოგჯერ კი გრაფიკული ერთობითაა დაკავშირებული. ფოტოგრაფის ორმოცწლიანი შრომის ნაყოფი – ფოტოპროექტი „საქართველო ორ-ორ სურათად”, იური მეჩითოვის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. გამოფენა გალერეაში 30 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები