„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ – ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერერ დალმაუს ნახატების გამოფენა გაიხსნა

24 მაისს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყო ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები. საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და გაეცნო მათ საქმიანობას.
მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა. ავტორის ინიციატივით ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა. აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმშია ექსპონირებული. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა. გამოფენამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ესპანელ მხატვარს ავგუსტო ფერერ დალმაუს უმასპინძლა და ხელოვნებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. შეხვედრას ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა დაესწრო.
„საქართველო ორ-ორ სურათად“ – იური მეჩითოვის ფოტოპროექტი დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გალერეაში „Black and White“ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის მიერ, თითქმის 40 წლის განმავლობაში, საქართველოში გადაღებული 200 შავ-თეთრი ფოტოსურათი. ფოტოები დაჯგუფებულია ორ-ორ სურათად – ფოტოწყვილები ერთმანეთთან ლოგიკით, ემოციით, ზოგჯერ კი გრაფიკული ერთობითაა დაკავშირებული. ფოტოგრაფის ორმოცწლიანი შრომის ნაყოფი – ფოტოპროექტი „საქართველო ორ-ორ სურათად”, იური მეჩითოვის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. გამოფენა გალერეაში 30 მაისამდე გაგრძელდება.

11125226_856992331016487_551430895_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები