თინა ხიდაშელი: ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები რეგულარულ ხასიათს მიიღებს

ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები წვრთნები გაგრძელდება და რეგულარული ხასიათის იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, “ღირსეული პარტნიორის” დასრულების შემდეგ განუცხადა.
ხიდაშელის თქმით, აღნიშნული პირობა დღეს ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრისას მიიღო.
“დღეს და გუშინ გვქონდა შეხვედრები გენერალთან, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი და ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერი იყო ამ პროექტის, ვისი საკმაოდ დიდი მეცადინეობითაც გახდა შესაძლებელი ღირსეული პარტნიორობა. ჩვენ მივიღეთ დაპირება, აბსოლუტურად უპირობო, რომ ეს წვრთნები გაგრძელდება და რეგულარული ხასიათის იქნება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები