ვახტანგ კაპანაძე: იმ მსოფლიოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია ერთდროულად სიმშვიდე და თავისუფლება

ჩვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კარგად გვესმის, რომ იმ გარემოში, იმ მსოფლიოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია ერთდროულად სიმშვიდე და თავისუფლება. ამდენად ჩვენ, ქართველები შეიარაღებულ ძალებთან ერთად ვირჩევთ თავისუფლებას და მზად ვართ, ამ ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი” დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში სტრატეგიული პარტნიორები მხარს გვიჭერენ.
“მინდა ყველას მოგილოცოთ სწავლების დასრულება. ეს სწავლება იყო ქართველი სამხედროების და არა მხოლოდ, ხანგრძლივი ოცნება. რას არ მივცემდი, რომ ვიყო ნაკლები წოდების და ცოტა ახალგაზრდა და ვიდგე აქ, თქვენს გვერდით”, – მიმართა კაპანაძემ საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.
გენშტაბის უფროსის თქმით, მიმდინარე წვრთნებისას მან დაინახა ერთიანი მექანიზმი, ერთიანი გუნდი და ერთნანირი აზროვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები