შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ირაკლი ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 13,88 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,224 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.