რიყის პარკში შშმ პირებისა და ქართული ესტრადის მომღერლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
23 მაისს 19:00 საათზე, რიყის პარკში „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებით, კონცერტი გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედოა და როგორც გამოცემის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ასევე გამოცემაში დასაქმებული შშმ პირების მხარდაჭრასა და საზოგადოებაში რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
კონცერტი, ისევე როგორც გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“ ინტეგრირებულია და მასში მონაწილეობენ შშმ პირები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
ვინც ვერ შეძლებს კონცერტზე დასწრებას, შეუძლია დარეკონ 0901 40 40 41 და მხარი დაუჭირონ გამოცემასა და მასში დასაქმებულ შშმ პირებს. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: რომა რცხილაძე, თაკო მელიქიშვილი, თემო არაბული, ქეთი გომართელი, გიორგი დათიაშვილი, ნატო გელაშვილი, ანსამბლი “სამა”, თიკა ჯამბურია, ჯგუფი “ალუბალი”, პაათა თედიაშვილი, ანსამბლი „ბაზმა“, ანი სირაძე, თინათინ მღვდლიაშვილი, ლადო კახაძე, ლაშა ნოზაძე, ლაშა ღლონტი, სოფო ბედია, სტანისლავ ციბულსკი; ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ შშმ პირები: მარიამ კაპანაძე, თამარ ცალქალამნიძე, თათია მამუკაშვილი, ნატალია ვეფხვაძე, ლუკა მანაგაძე, ვიქტორ ქარქიშვილი, თემურ არაბიძე და ქეთი ზაზანაშვილი, კოკა და ნინო, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კვარტეტი, გიორგი ტატიშვილი.