თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუვალ ფუქსმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულების მნიშვნელობა და განხილულ იქნა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ასევე დაფიქსირდა საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის დაწყების მიზანშეწონილობა და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრების წარმოების აუცილებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები