ეიფელის კოშკი ჯიბის ქურდების გამო დაიხურა

ეიფელის კოშკი დღეიდან მნახველებისთვის დაიხურა, – ასე გამოხატა პროტესტი ჯიბის ქურდების წინააღმდეგ პერსონალმა. საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობის თანამშრომლები ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, გაზრდილი რაოდენობის ქურდების წინააღმდეგ გადამჭრელი ზომები მიიღონ.

მათი განცხადებით, კოშკზე რამდენიმე ბანდა მოქმედებს. ყველაზე ხშირად ისინი ჩინელ ტურისტებს ესხმიან თავს, რომლებიც, როგორც წესი, დიდი ოდენობით ნაღდ ფულს ატარებენ. ეიფელის კოშკის მომსახურე კომპანიამ განაცხადა, რომ პოლიციასთან უკვე მუშაობს, რათა მან ტურისტების და პერსონალის უსაფრთხოება დაიცვას.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ასეთივე აქცია 2012 წელს პარიზში ლუვრის თანამშრომლებმა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები