შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადაში მედიკოსების მომზადება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადაში საბრძოლო მედიკოსების ინსტრუქტორთა მომზადება დასრულდა.
სწავლება ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში ჩატარდა. სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო ექიმებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედრმა მიულოცეს. კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცა.
თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ინსტრუქტორებმა 15 ქართველი სამხედრო ექიმი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში გადაამზადეს.
ღონისძიების დასასრულს, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს 75 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს. მიღება-ჩაბარების აქტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა და ODC-ის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომფსონმა მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები