კოლუმბიის საჰაერო ძალების ავიადარტყმის შედეგად 18 „ბოევიკია“ განადგურებული

კოლუმბიის „რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ 18 „ბოევიკი“ ლიკვიდირებულია კოლუმბიის რეგულარული ჯარის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად.
ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება იყო მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანჩესმა პარტიზანებთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო. ავიდარტყმის და შტურმის შედეგად, კოლუმბიის ჯარმა 18-ვე ამობოხებული დანაკლისის გარეშე გაანადგურა. შეტაკება კაუკის დეპარტამენტში მოხდა, რომელიც ნარკობიზნესისთვის საკვანძო ადგილად ითვლება.
მოლაპარაკება კოლუმბიის მთავრობას და ამბოხებულებს შორის 2012 წლიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. ის 2015 წლის აპრილიდან შეწყვეტილია თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგად 10 კოლუმბიელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები