საუდის არაბეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
საუდის არაბეთის აღმოსავლეთში შიიტების მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მთლიანად მეჩეთში იმ მომენტში 150 ადამიანი იმყოფებოდა.
ათეულობით ადამიანი დაშავებულია, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. „როიტერის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის ამ რაიონში, ძირითადად, შიიტი მუსულმანები ცხოვრობენ, რის გამოც ხშირია ტერაქტები რელიგიურ ნიადაგზე.