ჯორჯ სოროსი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობს

მილიარდერ ჯორჯ სოროსის ვარაუდით, არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთზე. ბიზნესმენმა შეიარღებული კონფლიქტის შესაძლებლობა ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობას დაუკავშირა.

გამოცემა MarketWatch-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სოროსმა მსოფლიო ბანკის ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე განაცხადა. მისი აზრით, თუ ჩინეთი ეკონომიკას ვერ გადმორთავს ექსპორტიდან შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არსებობს იმის საშიშროება, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო კონფლიქტი დაიწყოს, რათა ქვეყნის სათავეში დარჩეს და სახელმწიფოს დაშლა არ დაუშვას.

„თუ ჩინეთს და აშშ-ს სამხედრო მოკავშირეებს, მაგალითად იაპონიას შორის კონფლიქტი დაიწყება, ჩვენ მესამე მსოფლიო ომის პირას აღმოვჩნდებით“, – ამბობს სოროსი.

ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად, სოროსის აზრით, აშშ სერიოზულ დათმობებზე უნდა წავიდეს და უფლება მისცეს ჩინეთის ვალუტას სავალუტო ფონდის კალათის ნაწილი გახდეს, თუმცა ეს იუანს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის თვალსაზრისით დოლარის პოტენციურ მეტოქედ გადააქცევს. ამის სანცვლოდ კი ჩინეთს საპასუხო დათმობებეზე წასვლა მოუწევს, მათ შორის აღიაროს კანონის უზენაესობა ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამასთანავე სოროსი ამბობს, რომ ამ შეთახნმების მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები