მოსკოვში ახალგაზრდა ქალმა სელფის გადაღების დროს თავში ისროლა
მოსკოვში ახალგაზრდა ქალმა მძიმე ჭრილობა მიიღო, როდესაც იარაღით ხელში სელფის გადაღებას ცდილობდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთი ფირმის ოფისში მოხდა. 21 წლის მანდილოსანმა „იჟის“ მარკის ტრავმატული პისტოლეტი აიღო და თავთან მიიდო. სელფის გადაღების დროს მას შემთხვევით იარაღი გაუვარდა და ტყვია საფეთქელში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, პისტოლეტი ოფისში ამ ფირმის დაცვის თანამშრომელს დარჩა. ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.