დისკუსია თემაზე: „მწერალი და მოქალაქე – მწერლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ ქართველი და უცხოელი მწერლების დისკუსია თემაზე „მწერალი და მოქალაქე – მწერლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ: სვეტანა ალექსეევიჩი (ბელარუსი), კაროლინ ფორშე (აშშ), ლუსი ტაპაჰონსო (აშშ), იოსიფ ნოვაკოვიჩი (კანადა),გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი) და ლაშა ბუღაძე (საქართველო).
„რა გამოწვევების წინაშე აყენებს მწერალს 21-ე საუკუნე? შეიცვლა თუ არა მწერლის როლი ტექნოლოგიების და მედიის განვითარებასთან ერთად? შესუსტდა თუ არა მწერლის გავლენა საზოგადოებაზე? სად არის მწერლის, როგორც მოქალაქის ადგილი?“ – ეს არის თემები, რომელზეც დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ.საღამოს მოდერაციას ლევან ბერძენიშვილი გაუწევს. დისკუსიის ორგანიზატორია ლიტერატურული პრემია „საბა“ და თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი.