ბალტიმორში 6 პოლიციელს, ფრედ გრეის გარდაცვალების გამო, ოფიციალურად ბრალი წაუყენეს
ბალტიმორში ექვს პოლიციელს, 25 წლის აფროამერიკელის ფრედ გრეის გარდაცვალებასთან კავშირის გამო, ოფიციალურად ბრალი წაუყენეს. გრეის გარდაცვალებამ მისი დაკავების დროს მიყენებული ტრავმების გამო მერილენდის შტატში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ოფიცილურ ბრალდებებს შორის არის „სამსახურებრივი მდგომარეობის შეუსრულებლობა“, „ჯანრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება“ და „მკვლელობა“.
ფრედ გრეი 12 აპრილს დააკავეს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო. იმავე დღეს ის საავადმყოფოში მიიყვანეს ხერხემლის მოტეხილობის დიაგნოზით, სადაც ის გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გრეიმ ეს დაზიანება დაკავების დროს, ან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მიიღო.