ბურუნდიში ანტისამთავრობო გამოსვლებს 2 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის პიერ ნკურინზიზას მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ორივე დაღუპული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არასტაბილური მდგომარეობის გამო ნკურუნზიზამ 26 მაისიდან 5 ივნისს არჩევნების გადატანის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, მაგრამ ამან შეტაკებები არ შეაჩერა. ბურუნდის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრა კონსტიტუციას და 2006 წლის სამშვიდობო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, რომლის შედეგად 13-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა.