რუსეთის პატრიარქი – თუ „ევროვიზიაზე“ პოლინა გაგარინა გაიმარჯვებს, რუსეთში „წვერებიანი ქალები“ ჩამოვლენ

რუსეთის სახელით „ევროვიზიაში“ მონაწილე მომღერლის პოლინა გაგარინას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ, კონჩიტა ვურსთან ერთად, რუსეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ თუ გაგარინამ ამ კონკურსში გაიმარჯვა, მომავალ წელს ყველა ეს წვერებიანი ქალი მოსკოვში ჩავა. კირილმა „ევროვიზიის“ ტენდენციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის კულტურას ეწინააღმდეგება, ხოლო რუსეთმა უნდა წარმოადგინოს საკუთარ ნაციონალურ კულტურაზე დაფუძნებული ნაწარმოებები. პოლინა გაგარინა ამჟამად „ევროვიზიის“ ფინალში გავიდა, სადაც ათ საუკეთესო მომღერალთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები