სერგეი ლავროვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორდენით დაჯილდოება მისთვის ნიშნავს რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის საკითხში დადებით შეფასებას.
„მე ამაში სტიმულს ვხედავ, რომ უფრო აქტიურად, შემოქმედებითად და თანამიმდევრულად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა“, – განაცხადა ლავროვმა.