მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი 5,7 მილიარდით დაჯარიმდა

Citigroup-ის, JP Morgan-ის, Barclays-ისა და Royal Bank of Scotland-ის დაჯარიმების მიზეზი კურსზე ხელოვნური მანიპულირება გახდა.
როგორც ცნობილი გახდა, 2007 წლიდან მოყოლებული ყოველდღე, აღნიშნული ბანკები, კერძო ელექტრონული ჩატის გამოყენებით, ტრეიდერების მეშვეობით, კურსზე ხელოვნურად მანიპულირებდნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ბანკები საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, ერთმანეთთან სხვადასხვა გარიგებას დებდნენ. Citigroup, JP Morgan, Barclays და Royal Bank of Scotland-ი, კოდირებული ენის გამოყენებით, 2007 წლის დეკემბრიდან, 2013 წლის იანვრის ჩათვლით, ამერიკული დოლარისა და ევროპული ევროს კურსის დადგენის მანიპულირებაში არიან დადანაშაულებულები.
აშშ-ს მთავარი პროკურორის განცხადებით, ბანკების ქმედებამ ზიანი მიაყენა მსოფლიოს უამრავ ფინანსურ ინსტიტუტს, ინვესტორსა და მომხმარებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები