დევიდ კემერონი ევროკავშირს იმიგრაციის შეზღუდვისთვის ხისტ ზომებს სთავაზობს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე რიგაში ევროკავშირის შიგნით იმიგრაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოსვლას აპირებს.
პრემერის პრესსამსახური მისი გამოსვლის ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც კემერონი აცხადებს, რომ ძლიერი ქვეყანა ის კი არ არის, რომელიც გასაშლელ ხიდს აგებს, არამედ ის, რომელიც იმიგრაციას აკონტროლებს.
კემერონი, რომელმაც ევროკავშირისგან იმიგრაციის შეზღუდვას ვერ მიაღწია, 100 ათას ადამიანამდე წელიწადში, ახლა დიდ ბრიტანეთში ისეთი პირობების შექმნას გეგმავს, რომელიც ქვეყანას მიგრანტებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის. ასე მაგალითად, პოლიტიკოსი არალეგალური საქმიანობის სისხლის სამართლის დანაშაულთან გათანაბრებას გეგმავს.