კოლუმბიაში კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კოლუმბიის სამხედრო – საჰაერო ძალებმა კოკაინით დატვირთული მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს ერთ ტონამდე კოკაინი გადაჰქონდა.

კოლუმბიის სამხედრო – საჰაერო ძალების ინფორმაციით, თვითმფრინავი ვენესუელიდან ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართებოდა.

ყოველწლიურად კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 300 ტონამდე კოკაინი შედის. მიღებული შემოსავლებით კი კოლუმბიის ნარკომაფია და მეამბოხე დაჯგუფებები ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები