ყირგიზეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ოფიციალურად შეუერთდა

ყირგიზეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან რესპუბლიკის მიერთების რატიფიკაციიას ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვან პრეფერენციებს მიაღწია და ინტეგრაციულ კავშირთან მიერთება მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა. ატამბაევმა აღნიშნა, რომ შექმნილია ყირგიზეთ-რუსეთის განვითარების ფონდი, რომლის საწესდებო კაპიტალი 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ფონდიდან ეკონომიკის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებები დაფინანსდება.

„ჩვენ კარგი საშუალება გვეძლევა ყირგიზეთის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისთვის. რეექსპორტის მოდელიდან უნდა გადავიდეთ განვითარების დინამიკურ მოდელზე, ახალი გამოწვევების და რეალიების გათვალისწინებით“, – განაცხადა ატამბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები