გერმანიის ხელისუფლება ყოფილ საბჭოთა სამხედრო ტყვეებს კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოფილ საბჭოთა სამხედრო ტყვეებს კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამ თანხას ამ დრომდე გადარჩენილ ცოცხალ ტყვეებს გადაუხდიან. ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი გერმნაიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრენკ ვალტერ შტაინმაიერმა. ამ დროისთვის ნაცისტების ბანაკებში გადარჩენილი საბჭოთა ტყვეების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც კომპენსაციას მიიღებენ, არ კონკრეტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები