“სომხეთი და ბელორუსია ყირიმის ფრაზის გამო რიგის დეკლარაციას მხარს არ დაუჭერენ”

სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში დაგეგმილი ჩანაწერი ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ ბელორუსიის და სომხეთის პოზიციის გამო შეიძლება შეიცვალოს.

როგორც სააგენტო იუწყება, შეხვედრის მონაწილეები ალტერნატიული პროექტის შემუშავებას გეგმავენ, სადაც ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ განცხადებას ცალკე დოკუმენტად წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი პარტნიორები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი რიგაში დღეს იხსნება. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის პროექტია, რომელიც ევროპის და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს. ამ პროგრამის მონაწილე 6 ქვეყნიდან, სამმა – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები