აზერბაიჯანში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

აზერბაიჯანის ხიზინის რაიონში დღეს დილით ბაქო-იალამას სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ტელეკომპანია 1news.az იუწყება, ყველა მგზავრი ევაკუირებული იყო, არავინ დაშავებულა. ერთი ვაგონი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ამჟამად აალების მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ჩაუმქრალი სიგარეტის გამო გაჩნდა. მატარებლების მოძრაობა ამ ხაზზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, ამჟამად აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები