ჩინეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც 17 საყვარელი ჰყავდა
ჩინეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ერთდროულად 17 გოგოს ხვდებოდა. ჩინელი „დონ ჟუანის“ „მრავალმხრივი“ სიყვარული მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ის ავარიაში მოჰყვა და მის სანახავად საავადმყოფოში ყველა საყვარელი ერთდროულად მივიდა. South China Morning Post-ის ცნობით, მამაკაცი, სახელად იუანი გაოცდა, როდესაც 17-ვე საყვარელმა ის საავადმყოფოში ერთდროულად მოინახულა.
როგორც გაირკვა, ყველა მანდილოსანს ეგონა, რომ ის იუანისთვის „ერთადერთი და განუმეორებელია“.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ საყვარელს ეს ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა და ერთს მისგან ბავშვიც კი ეყოლა. პოლიციამ დაადგინა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იუანი საყვარლების ხარჯზე ცხოვრობდა და მათგან დიდი რაოდეობით თანხა ისესხა. მოტყუებულმა გოგონებმა ჩატი შექმნეს სახელწოდებით: „შურისძიების ალიანსი“, სადაც იუანთან ურთიერთობების დეტალებს განიხილავდნენ. იუანის საყვარლები მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდნენ, რაც პოლიციამ ის დააკავა და თაღლითობაში დაადანაშაულა.